პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. მისი განცხადებით, პროცესში მონაწილეობას არ იღებს სამი საპარლამენტო ჯგუფი და ეს მათი მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟს ნიშნავს.
"8 საპარლამენტო ჯგუფიდან 5 ჩართულია პროცესში და სამი არა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პოლიტიკური ჯგუფების თვალსაზრისით, ჩართულია პროცესში. მაგრამ, ნაცმოძრაობის სამივე შტო არ ერთვება ამაში და ეს არის მათი მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟი, რომელიც მცდელობა აქვთ შეფუთონ სხვანაირად. რეალურად, ისინი არ უერთდებიან ლეგიტიმური ორგანოს მიერ დაანონსებულ და განხორციელებულ ქმედებებს. პარლამენტში მიდის ინტენსიური მუშაობა რეკომენდაციების შესრულებაზე, ყოველდღიურ შეხვედრა და ყოველდღიური სამუშაო იმართება და ისინი საბოტაჟს აწყობენ, მაგრამ სხვანაირად ფუთავენ, ცდილობენ ყოველ შემთხვევაში,“ -ამბობს მამუკა მდინარაძე.