"ნაცმოძრაობის" ისტერია არცერთ საკითხზე არ ყოფილა ჩვენი გუნდისთვის საინტერესო... ჩვენი გუნდი ნებისმიერი არჩევნებისთვის ყოველთვის მზად არის" - ანა ბუჩუკური

ანა ბუჩუკური

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" მოწოდებას, მკაფიო პოზიციის დაფიქსირებასთან დაკავშირებით, დღეს გახარიას გუნდში კრიტიკით უპასუხეს და თქვეს, რომ კოლეგების ისტერია მათთვის საინტერესო არ არის.

"ნაცმოძრაობის" ისტერია არცერთ საკითხზე არ ყოფილა ჩვენი გუნდისთვის საინტერესო და ამას არასდროს არ მოუხდენია გავლენა ჩვენს არცერთ გადაწყვეტილებაზე. ნებისმიერი პარტია, ნებისმიერი არჩევნებისთვის ყოველთვის მზად უნდა იყოს, რადგანაც ეს არის პარტიისთვის პოლიტიკური პროცესის თანმდევი მდგენელი. ჩვენი გუნდი ნებისმიერი არჩევნებისთვის ყოველთვის მზად არის," - აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ბუჩუკური.

ამ დროისთვის, ცნობილია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ "ნაციონალური მოძრაობა", "კოალიცია ცვლილებებისთვის" და "ფედერალისტები".

დანარჩენ პარტიებს საბოლოო პოზიცია ჯერ არ აქვთ.