„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, თინა ბოკუჩავა და გიორგი ჩალაძე ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას დაესწრნენ

ბოკუჩავა ჩალაძე

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობის” ლიდერი გიორგი ჩალაძე ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენის მეორე ვადით არჩევას დაესწრნენ. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ევროპარლამენტში ისტორიული კენჭისყრა გაიმართა, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს და ასევე ევროკომისრები.

„დღეს დავესწარით ისტორიულ კენჭისყრას, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენი აირჩიეს მეორე ვადით ევროკომისიის პრეზიდენტად, ასევე ევროკომისრების“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.