მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის ხუთი მილიონი შვედური კრონა გამოყოს, როგორც ნატო-საქართველოს მნიშვნელოვანი პაკეტის ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თანხა გამოყოფილია პროექტებისთვის ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისის მართვა, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გაზიარება. ამასთან, შვედეთის მთავრობამ თანხები გამოყო უკრაინასა და მოლდოვისთვისაც.
„მხარდაჭერა ხორციელდება ნატო-ს სხვადასხვა ფონდების მეშვეობით და გამოყენებული იქნება, სხვა საკითხებთან ერთად, კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოების და განათლებისთვის“, - აღნიშნულია შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.