NATO-ს გენმდივნის მოადგილე: დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების ყველაზე მოწინავე ლაბორატორიაა

რადმილა შეკერინსკა

ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ განაცხადა, რომ უკრაინა ახალი სამხედრო ტექნოლოგიების მოწინავე ლაბორატორია გახდა. ამ თემაზე მან ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ რუსეთში ეგონათ, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ მალე დასრულდებოდა, თუმცა უკრაინელების სიმამაცის გამო მათ განზრახვების გეგმის მიხედვით არ წარიმართა.

„დღეს ვხედავთ, რომ რუსეთს უჭირს უკრაინაში და სწორედ ამიტომ ხდებიან უფრო უგუნურები. სწორედ ამიტომაც, უფრო მეტად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას. უკრაინელების გამოცდილებიდან ძალიან ბევრს ვსწავლობთ. ისინი ინოვაციური ძალა ხდებიან და სწორედ ამიტომ, დღეს და ხვალ, ვილნიუსში ნატო-უკრაინის ინოვატორების ფორუმს გავმართავთ, რათა ვისაუბროთ ამ ცოდნისა და ძალის გამოყენების შესაძლებლობაზე. დღეს უკრაინა თავდაცვითი ტექნოლოგიების, მაღალტექნოლოგიური სისტემების, ელექტრონული ომის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დამიზნებისა და მრავალი სხვა ასპექტის ყველაზე მოწინავე ლაბორატორიაა“, - განაცხადა მან.