1751395338
ნათია თურნავამ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის რიგით 24-ე წლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) რიგით 24-ე წლიურ კონფერენციაში, სადაც დიჯიტალიზაციისა და გლობალური ეკონომიკური ფრაგმენტაციის პირობებში ცენტრალური ბანკების როლის შესახებ იმსჯელეს.
ამავე კონფერენციის ფარგლებში, სებ-ის პრეზიდენტს ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) პრეზიდენტ Christine Lagarde-თან შეხვედრისას მიეცა შესაძლობლობა გაეცვალა ხედვები საფინანსო სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე. ნათია თურნავამ კრისტინ ლაგარდს, ეროვნული ბანკის სახელით, ECB-ის მხრიდან მხარდაჭერისთვის პირადად გადაუხადა მადლობა.
BIS-ის ყოველწლიურ კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ - ინგლისის ბანკის პრეზიდენტი ენდრიუ ბეილი, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტი პან გონშენგი.