9 სიმპტომი რომელიც მიგანიშნებთ, რომ მაგნიუმის ნაკლებობა გაქვთ
1773075109
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი განიხილა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები ემატება გაეროს კონვენციების თანდართული სიების თანახმად.
„იმისათვის, რათა ამ სფეროში მოქმედი საერთაშორისო კანონმდებლობა შესრულდეს, საჭიროა საქართველოს კანონმდებლობაშიც განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები და ეს ნივთიერებები ამ სფეროში მოქმედი ძირითადი საკანონმდებლო აქტის თანდართული სიებით წარმოდგენილ ნუსხებშიც აისახოს“, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ.
კონვენციების სიებში შევიდა საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, რომლებიც სამკურნალო და ფარმაცევტული მიზნებისთვის არ გამოიყენება.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ შესაბამის სიებში, „ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების“ ნუსხას გაეროს სიებში შეტანილი 15 ახალი დასახელების ნივთიერება, ხოლო „ფსიქოტროპული ნივთიერებების“ სიას ერთი ნივთიერება ემატება.
აღნიშნული ნივთიერებები კანონის მე-2 დანართში (უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა) მოცემული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების ცხრილს ემატება.
გარდა ამისა, კანონპროექტით, პრეკურსორების სიის ცხრილს ემატება 18 ახალი ნივთიერება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა და პარლამენტი აქტიურად არიან ჩართულნი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ახალ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით დროული რეაგირებაა აუცილებელი“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.