ბრალდებული დაკავებულია - რას ამბობენ მეზობლები გლდანში მომხდარ მკვლელობაზე
1742373955
ანტინარკოტიკულ რეფორმასთან დაკავშირებული ცვლილებები დღეს პირველი მოსმენით სესიაზე გადის. კანონპროექტის მიხედვით, მაქსიმალურად მკაცრდება სასჯელი ნარკორეალიზატორისთვის. ახალი რეგულაციები ეხება მარიხუანასთან მიმართებით პასუხისმგებლობის გაზრდასაც. ნარკომომხმარებელს კი სამი წლით ჩამოერთმევა ნებისმიერი სახის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და ხუთი წლით აეკრძალება საჯარო სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
რეფორმას აუცილებლად მიიჩნევს მმართველი გუნდი, კრიტიკულია ოპოზიცია.
"სისხლის სამართლის კოდექსში განსაკუთრებით მკაცრდება ნარკოდამოკიდებულთან და ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა. ასევე, შემცირდება დიდი ოდენობა და ზუსტდება ოდენობები. ნარკომომხმარებლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ მიმართ არანაირი სისხლის სამართლებრივი დევნა არ იგეგმება, პირიქით, სახელმწიფო ორიენტირებულია, რომ დაეხმაროს მომხმარებელს მაქსიმალურად, რომ დაანებოს თავი ნარკოტიკების მოხმარებას," - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლადო ბოჟაძემ.
"რა თქმა უნდა, ჩვენ მომხრე ვართ, რომ ნარკორეალიზატორები და "ბარიგები" დაისაჯონ უმკაცრესად. არანაირი კომპრომისი მათთან არ შეიძლება. რაც შეეხება მომხმარებლებს, ჩვენ მათ უნდა შევთავაზოთ გზა რესოციალიზაციის შესახებ, თუ როგორ დაუბრუნდნენ ისინი საზოგადოებას," - აღნიშნა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ.