წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე, სოციალურ ქსელში ზურაბ და იური ვაზაგაშვილებისთვის პატივის მისაგებად შეკრებას აანონსებს. როგორც კაკაბაძე წერს, დღეს, 19:00 საათზე, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილთან - კორტებთან მოქალაქეები შეიკრიბებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლ მამა-შვილს გაიხსენებენ და მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ. „დღეს 7 საათზე, ვიკრიბებით კორტებთან. ზურა ვაზაგაშვილისა და იური ვაზაგაშვილის გასახსენებლად და პატივის მისაგებად. ერთი ოჯახის ორი წევრი იმსხვერპლა სააკაშვილის რეჟიმმა.“ - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.