პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც გადავეცით და ვაჩვენეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას", - ამის შესახებ პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც ამომრჩევლებისათვის პირადობის მოწმობის მათი ნების საწინააღმდეგოდ ჩამორთმევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
ვაშაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტებს საჯაროდ და "ქართულ ოცნებას" არ მიაწვდიან, თუმცა სადამკვირვებლო მისიებს ექნებათ ამის კონკრეტული მტკიცებულებები.
"ბევრ ადამიანს ეშინია ღიად თქვას ამის შესახებ. ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომელიც გადავეცით და ვაჩვენეთ სადამკვირვებლო ორგანიზაციას. თქვენ ამ მტკიცებულებებიდან გამომდინარე აუცილებლად ნახავთ ყველაფერს. ნამდვილად არ გაგიმხელთ თქვენ, რომლის მეშვეობითაც მერე სუსი დაადგება იმ ადამიანებს და დააშინებს. ამას ჩვენ თქვენ არ გაგიმხელთ, არც ელოდოს "ქართული ოცნება," მაგრამ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას ექნება კონკრეტული მტკიცებულებები ამასთან დაკავშირებით," - აცხადებს პლატფორმის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.