1757870206
ნახეთ რომელმა პარტიებმა დაკარგეს საბიუჯეტო დაფინანსება

„ლელომ“ და „ლეიბორისტულმა პარტიამ“ დაფინანსება დაკარგა. როგორც ცესკოში აცხადებენ, აღნიშნული პარტიები დაფინანსებას 1 მარტის შემდეგ ვეღარ მიიღებენ.
1 თებერვლიდან ამოქმედდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც, პარტია კარგავს ბიუჯეტიდან დაფინანსებას, თუ ამ პარტიის სიით არჩეული დეპუტატების ნახევარს ვადამდე შეუჩერდება დეპუტატის მანდატი.
2020 წლის არჩევნების შედეგებით, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში ერთი მანდატი მიიღო, „ლელომ“ კი - ოთხი.