ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
მზად ვარ, დავჯდე და ვიპოვო გამოსავალი, თუ როგორ დაინიშნოს არჩევნები, თუმცა გადაწყვეტილება 29 რიცხვამდე უნდა იყოს შეთანხმებული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"არჩევნები არ შედგა: ამჟამინდელი კრიზისის გადასაჭრელად ერთადერთი ფორმულაა, საყოველთაოდ აღიარებული თითოეულ დემოკრატიულ ქვეყანაში, ახალი არჩევნები! მზად ვარ, დავჯდე და ვიპოვო გამოსავალი, თუ როგორ დაინიშნოს არჩევნები, თუმცა გადაწყვეტილება 29 რიცხვამდე უნდა იყოს შეთანხმებული. 29-ისთვის ჩვენ ყველას გვექნება შესაძლებლობა, ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, გავხადოთ საქართველო დემოკრატიის, შერიგებისა და პროგრესის გლობალური მაგალითი! საქართველო არასდროს ნებდება, როდესაც სიმართლეს იცავს. საქართველო მართალია – თქვენ მართლები ხართ! რას გავაკეთებ: მე ვარ და ვრჩები ხალხის ერთგული, არა მხოლოდ მათი, ვინც დღეს აქაა, არამედ ყველა ქართველის. ეჭვი არავინ შეიტანოს, რომ მე ვარ და ყოველთვის ვიქნები ყველას პრეზიდენტი! რას გავაკეთებ: მე დავრჩები ქართული არმიის ერთგული, მისი ვეტერანების, ჯარისკაცებისა და მტკიცე პარტნიორების, რომელთაც ააგეს და გააძლიერეს ის. მე ვარ და ვრჩები მთავარსარდლად!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
By the 29th, we all have the opportunity to move this country forward - making Georgia a global example of democracy, reconciliation, and progress! pic.twitter.com/SMkW9uUDLB
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) December 22, 2024