„4 გოგო და + ბიჭი...“ - ვინ არის წყვილი, რომლის ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი ნახვა აქვს
1734101460
ინტელექტისგან და პოლიტიკური პრინციპებისგან სრულიად დაცლილმა ოპოზიციამ, [არჩევნებზე] ის შედეგი მხოლოდ და მხოლოდ საგარეო აქტორებისა და მათი ლობისტების მხრიდან უზომოდ დიდი დახმარების გამო მიიღო. ახლა ვეღარ იქნებიან ამ საგარეო დახმარების იმედზე, რადგან რა მაქსიმალური ეფექტიც შეიძლებოდა ჰქონოდა ამ გარე ჩარევებს, ეს ყველაფერი არჩევნების დღეს დავინახეთ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკასთან“.
მისი თქმით, როდესაც საუბარია ამომრჩევლის დაშინებაზე, პირველ რიგში უნდა ვახსენოთ წინასაარჩევნო პერიოდი, რა დროსაც, მათ შორის გარე აქტორების მხრიდან კეთდებოდა ისეთი განცხადებები, რომელიც გათვლილი იყო საზოგადოების არჩევანზე გავლენის მოსახდენად.
„რა თქმა უნდა გარკვეული გავლენა იქონია იმ განცხადებებმა და მავნებლობებმა, რაც რიგი აქტორებისგან მოედინებოდა მათი ამომრჩევლის მობილიზებაზე, თუმცა ასევე ძალიან პოზიტიური გავლენა იქონია ჩვენი ამომრჩევლის კიდევ უფრო მეტი მობილიზებისთვის და იმ რისკების დანახვისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს. მთელი დამრტყმელი ძალა წინასაარჩევნოდ გამოიყენეს, ვგულისხმობ გარე ჩარევებს. ეს ყველაფერი მიემართებოდა ქართველი ამომრჩევლის დაშინებისკენ. თუ ვინმე საუბრობს ამომრჩევლის დაშინებაზე, ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც განცხადება განცხადებაზე კეთდებოდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა თუ სხვა ფაქტორებზე, რომლითაც ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ ქართველი ხალხის არჩევანზე. ისინი შეეცდებიან განახორციელონ ის გაიდლაინებით გაწერილი სცენარი, რაც ასევე საზღვარგარეთიდან არის ნაკარნახევი, თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სხვა ფაქტორებს. სახელმწიფო თავის ადგილზე დგას, ხალხი ძალიან გათვითცნობიერებულია იმისთვის, რაღაც სიგიჟეზე რომ აიყოლიონ, როგორც პირობითად გავრილოვის შემთხვევაზე რომ ჩართეს უამრავი ხალხი, ან გამჭვირვალობის კანონზე რომ აძახებინეს რუსული. საზოგადოების ამ ნაწილს ისინი ვეღარ ააჟიტირებენ რადგან უკვე ძალიან დიდი ცოდნა და პოლიტიკური კულტურაა დაგროვილი“, - აღნიშნა წილოსანმა.
საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს
1734122911