ჯარიმა 300-დან 500 ლარამდე ან ოთხიდან რვა წლამდე პატიმრობა - გაფრთხილება მოსახლეობას
1781902369
მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში გაჯანსაღდეს საერთო ვითარება. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ გარედან ხელოვნურად გვახვევდნენ თავს სიძულვილს, რაც არ არის ქართული კულტურისთვის დამახასიათებელი მოვლენა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კუთხით, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა.
„არ შეიძლება, ვიღაცებს გარედან მივცეთ საქართველოში სიძულვილის თავსმოხვევის საშუალება. სამმართველო შეასრულებს განსაკუთრებულ როლს სწორედ ამაშინ, რომ ჩვენ თავი დავიცვათ სიძულვილისგან, აგრესიისგან, რასაც ხელოვნურად გვახვევენ გარედან თავს“, - აღნიშნა პრემიერმა.