მთავარი პრობლემა, რასაც ვხედავდით ევროკავშირის სტრუქტურებში, იყო უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, ევროპარლამენტმა 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა - არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები, ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს განსხვავებული ვითარებაა.

„ჩვენთვის მთავარია ობიექტური შეფასებები, თუ ისინი გმობენ იმ ძალადობას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ ძალადობრივი დაჯგუფებების მხრიდან, მაშინ შეგვიძლია, დადებითად შევაფასოთ ასეთი განცხადება. თუ ასეთი რამ არ არის დაგმობილი, მაშინ არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, ჰქონდეს. ჩვენთვის მთავარია სამართლიანობა და ობიექტურობა. ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები ამ კუთხით. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა. ევროპარლამენტის რეზოლუციები გაიხსენეთ, 5 ასეთი რეზოლუცია დაამტკიცა ევროპარლამენტმა, ეს არ შეშვენის ევროკავშირს, რომელიც 2008 წლამდე იყო სამართლიანობის სიმბოლო. 1949 წლიდან 2008 წლამდე სამართლიანობა იყო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი ხელწერის შტრიხი, დღეს სამწუხაროდ, განსხვავებული ვითარებაა. იმედი მაქვს, უკრაინაში ომის დასრულებასთან ერთად ამ კუთხით იქნება სერიოზული პროგრესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.