1740738167
"მთავარი არის ერთი, რომ USAID საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას აძლევდა წლების მანძილზე" - თეონა აქუბარდია

რესპუბლიკელი კანონმდებლის, ტეილორ გრინის მიერ კონგრესში გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან თქვა, რომ USAID-ის დაფინანსება უნდა გაუქმდეს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოჰყვა. გარდა ამისა, რესპუბლიკელმა კანონმდებელმა თქვა, რომ USAID-ს დემოკრატები მსოფლიოს მასშტაბით ტვინის გამორეცხვის მანქანად იყენებდნენ, რომ განვითარებად სახელმწიფოებში რადიკალური სოციალური დღის წესრიგი გაეტარებინათ.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით, კონკრეტული ფაქტების დადასტურების გარეშე, საუბარი არ შეიძლება.
"ერთი კონგრესმენის პოლიტიკური განცხადება არ ნიშნავს საბოლოო დასკვნას და საბოლოო შეფასებას USAID-ის საქმიანობის, მათ შორის, საქართველოში. ასეთი დასკვნა არ არსებობს, რომელიც ობიექტური იქნებოდა და არა პოლიტიკური. კონკრეტულ ფაქტს სჭირდება გამოძიება, ისევე როგორც კონკრეტულ ფაქტებს. მთავარი არის ერთი, რომ USAID საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას აძლევდა წლების მანძილზე", - აცხადებს თეონა აქუბარდია.