ტრაგედია თათა გიორგობიანის ოჯახში
1750881103
"ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა" - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რითაც ზვიად რატიანის მიერ, პოლიციის თანამშრომელზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და ამ ძალადობაზე ევროკავშირის ელჩის დუმილს ეხმიანება.
"ძალადობის მიმართ სოლიდარობა, შემდგომი ძალადობის წაქეზებაა" - ვთქვი რამდენიმე დღის წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩმა, პოლიციელზე თავდამსხმელს, დემონსტრაციულად, სოლიდარობა გამოუცხადა. ეს გაფრთხილება ზუსტად ორ დღეში ახდა.
კატასტროფაა, რომ ევროკავშირის დროშით, დღეს, სიძულვილი და ძალადობა ითესება, - წერს შალვა პაპუაშვილი და აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ ურტყამს რატიანი პოლიციელს.
პოეტ ზვიად რატიანს დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროცესს დღეს თავად ზვიად რატიანი, უფლებადამცველებთან ერთად ესწრებოდა. ადგილზე იყვნენ მისი მხარდამჭერებიც. სხდომის დაწყებამდე, პროკურატურამ ზვიად რატიანს ბრალდება წარუდგინა. მუხლი, რომლითაც საქმეა აღძრული, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ზვიად რატიანი 23 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს. ვრცელდება ვიდეომასალაც, რომელიც დაკავების ადგილას - პარლამენტის მიმდებარედ არის გადაღებული.