პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 4,1 პროცენტი, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა.
"მესამე ძალიან პოზიტიური ინფორმაცია, რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ეს არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ეს იყო გამოწვევა. შარშან, გარდა იმისა, რომ ჩვენ გვქონდა უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა და ასევე დასაქმების მიმართულებითაც ძალიან სერიოზული გაუმჯობესება გვქონდა, ბოლო ორ წელიწადში შეიქმნა 220 000 ახალი სამუშაო ადგილი. ამის გარდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა - 4,1 პროცენტი, რაც რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითქმის 6,3 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა მშპ-სთან მიმართებით მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ასე, რომ ეს არის ძალიან სერიოზული მიღწევა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.