პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინიზაციის გეგმა, მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა, რაც ჩვენს წინააღმდეგ არსებობდა, ჩვენს მტრებს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ჩაუვარდათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში ომის შემჩერებელი არავინაა და ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი პოლიგონად არის გადაქცეული.
„არაფერი არ იქნება თუ არ გვექნება ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ძალიან რთული მდგომარეობაა მსოფლიოში. ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ასეთი გამოწვევა არ ყოფილა, უკრაინაში რაც ხდება, ვხედავთ, რომ ომი არ ჩერდება უბრალოდ და უკრაინის ტერიტორიის 20%-ზე მეტი არის გადაქცეული პოლიგონად და მიმდინარეობს გამანადგურებელი ომი. ქალაქები, სოფლები, რაიონები მიწასთან სწორდება და ამის შემჩერებელი არავინაა. ამიტომ ის გეგმა, რაც არსებობდა ჩვენს წინააღმდეგ - უკრაინიზაციის გეგმა, მეორე პოლიგონად გადაქცევის გეგმა, ჩვენს მტრებს, რა თქმა უნდა, ჩაუვარდათ კიდევ ერთხელ,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.