მსგავსი ფორუმები მაქსიმალურად ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას - კომპანია Making Science-ის საქართველოს დირექტორი "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე"

თეიმურაზ მაღრაძე

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში მიმდინარე ფინანსური ფორუმის დღე მეორე - ღონისძიების თანაორგანიზატორი სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელია.

რა შესაძლებლობები აქვს საქართველოს ახალი პროექტების განსახორციელებლად? ამ თემის ირგვლივ მსჯელობა ოპერისა და ბალეტის თეატრში რამდენიმე წუთში დაიწყება.

"არამარტო ინდივიდუალური კომპანიების, არამედ ქვეყნისთვის და ბევრი ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები. მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და, ასევე, მსოფლიო რუკაზე საქართველო უფრო მკვეთრად არის გამოჩენილი, რადგან უფრო მეტი კომპანია და ქვეყნის წარმომადგენელი იჩენს ინვესტიციის ჩადების ინტერესს ჩვენს ქვეყანაში. ასე რომ, მსგავსი შეხვედრები, ფორუმები და წარმომადგენლობითი დელეგაციები მაქსიმალურად ზრდის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას," - აცხადებს კომპანია Making Science-ის საქართველოს დირექტორი, თეიმურაზ მაღრაძე.