კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკავშირი „გეგმა B-ს“ ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან გავა

კაია კალასი

ევროკავშირი „გეგმა B“-ს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებიდან გავა, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელმა, კაია კალასმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კალასის თქმით, ევროკავშირი ამზადებს „გეგმა B“-ს, თუ როგორ შეინარჩუნოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის ადმინისტრაცია უარს იტყვის უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და შეეცდება ურთიერთობების გაუმჯობესებას მოსკოვთან.

„ჩვენ ვხედავთ ნიშნებს, რომ ისინი განიხილავენ უკრაინის დატოვების შესაძლებლობას და რუსებთან გარიგებაზე უარის თქმას, რადგან ეს რთულია. არსებობს ასევე „გეგმა B“, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ „გეგმა A“-სთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ კონცენტრირდებით „გეგმა B“-ზე და მაშინ ეს მოხდება“, – განაცხადა კალასმა.

ამასთან, კალასმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვაშინგტონსა და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ სანქციები ძალაში დარჩეს.​​​​​​​​​​​​​​​​