ბოკვერი უკვე ჩვენს ზოოპარკშია - რა ფოტოებს აქვეყნებს ლაშა ბექაური
1735198591
მოვუწოდებთ მთავრობას, გამოიჩინოს თავშეკავება და ვიმედოვნებთ, რომ მიღებული იქნება კონსტრუქციული ზომები ხალხის გასაგებად და შექმნილი ვითარება მალე დამშვიდდება, – ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, კიტამურა ტოშიჰირომ განაცხადა.
მისივე თქმით, იაპონია ყურადღებით აკვირდება საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოვლენების განვითარებას.
„ჩვენ სულ უფრო მეტად შეშფოთებულები ვართ 28 ნოემბრის შექმნილი ვითარებით, რომელიც საქართველოს მთავრობის განცხადებას მოყვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლის ბოლომდე არ დაიწყებდა. ამან დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები, დაკავებები და დაზიანებები გამოიწვია.
იაპონია ვითარების გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამოიჩინოს თავშეკავება და იმედოვნებს, რომ იგი კონსტრუქციულ ზომებს მიიღებს საკუთარი ხალხის გასაგებად, შექმნილი ვითარება კი მალე დამშვიდდება“, – ნათქვამია განცხადებაში.