1746016666
ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა ბოლოს გვითხრა, ფულს უნდა გავყვეთ, თუ ეს ფული კეთილი საქმისთვის არის განკუთვნილიო, მაშინ რატომ უნდა იყოს დამალული? - ირაკლი ქადაგიშვილი

ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა ბოლოს გვითხრა, ფულს უნდა გავყვეთ, თუ ეს ფული კეთილი საქმისთვის არის განკუთვნილიო, მაშინ რატომ უნდა იყოს დამალული? ყველაზე მარტივი პასუხი სწორედ ეს არის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, საინტერესოა, რატომ უნდა იწვევდეს აღნიშნული ფულის საჯაროობა გააფთრებულ წინააღმდეგობას?
„თუ უცხოეთიდან ჩარიცხული თანხა საქართველოსა და მისი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს ემსახურება, რატომ უნდა იყოს ეს ფული დამალული და რატომ უნდა იწვევდეს ამ ფულის საჯაროობა ასეთ გააფთრებულ წინააღმდეგობას? ე.ი. ეს ფული სწორედ ამ არაკანონიერი ქმედებების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა. ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი მიგნება. ამის თაობაზე ყველაზე ხმამაღლა თავად ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ განაცხადა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.