მოვუწოდებ მოსახლეობას სიმშვიდისკენ, დანარჩენს ჩვენი ბიჭები დაამტკიცებენ - რაგბის კავშირის პრეზიდენტი

რაგბი

რაგბის კავშირის პრეზიდენტი გულშემატკივრებს მოუწოდებს, მაქსიმალურად მშვიდად უქომაგონ ეროვნულ ნაკრებს.

როგორც „კურიერთან" საუბრისას კავშირის პრეზიდენტმა განაცხადა, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, კოორდინირებულად მუშაობენ, რათა სპორტსმენთა გადაადგილება ნებისმიერი პროვოკაციისგან დაზღვეული იყოს.

„ირგვლივ გეოპოლიტიკური მდგომარეობა დაძაბულია, მაგრამ ჩვენ სპორტსა და პოლიტიკას შორის მკაფიო ხაზგასმა უნდა გავაკეთოთ. ასე გვიწევს, უფრო მძიმე ფაქტორებიც ყოფილა, თუნდაც 2008-2009 წელს, თუმცა არჩევანი გავაკეთეთ რომ საქართველოში ჩატარებული ეს თამაში. რაც შეეხება უსაფრთხოებას, ჩვენ ხელისუფლებას ვაწვდით ინფორმაციას თუ როდის რა სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი. მოვუწოდებ მოსახლეობას სიმშვიდისკენ და გულმხურვალე გულშემატკივრობისკენ, დანარჩენს კი ჩვენი ბიჭები დაამტკიცებენ,"- აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე.

27 თებერვალს საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩის უნდა გაიმართოს.