გერმანიაში ნაკადულში 2.5 მეტრის სიგრძის ანაკონდა დაიჭირეს
1748856086
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემების მიმოხილვას აკეთებს.
მან ამჯერად „ფეისბუკ“ გამომწერებს ახალი პოსტი გაუზიარა სადაც „პსჟ-ს“ გამარჯვებაზე წერს:
„ისტორია დაწერილია! პირველად, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ქართველმა მოთამაშემ შეძლო გოლის გატანა!
პარის სენ ჟერმენმა 5-0 დაამარცხა მილანის ინტერი! აქამდე 5 გოლი ამ ტურნირის ისტორიაში არავის გაუტანია!
პარიზელთა მხრიდან უკლებლივ ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო!
სიმართლე გითხრათ ძალიან გამიკვირდა, ალბათ, როგორც თქვენ. სიმონე ინძაგის დამოძღვრილებმა ერთი გააზრებული შეტევიც კი ვერ შესთავაზეს მაყურებელს, რაც ტაბლოზეც შესაბამისად აისახა საბოლოო რეზულტატის სახით.
მეტს ველოდი ინტერისგან ...
რაც შეეხება კვარას და პსჟ-ს: ვულოცავ მათ და მთელ საქართველოს! ეს ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრესტიჟი და ახალგაზრდებისთვის დამატებითი მოტივაციაა! არა მარტო ხვიჩა, სხვა კიდევ ბევრი ახალი მარგალიტი უნდა გამოჩნდეს მომავალში!“,- წერს ასტროლოგი.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-მ „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და ფინალში ასეთი სხვაობით აქამდე არავის მოუგია.