ქარბუქი, წვიმა, თოვლი - საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
1738586121
საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, გუშინ დაკავებული მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა და თავად მოინახულა, მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე.
იოსელიანის თქმით, დღემდე არცერთი სამართალდამცველი არ არის მხილებული უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში, რაც მნიშვნელოვანი საკითხია.
„დღეს მე და ჩემმა წარმომადგენლებმა მოვინახულეთ ყველა დაკავებული მოქალაქე, რომელიც იმყოფება როგორც თბილისში, ისე თბილისს გარეთ. ყველა ფაქტზე, სადაც ადგილი აქვს ძალის გადამეტებას, სადაც ვნახეთ, რომ ადამიანები არიან ნაცემები, რა თქმა უნდა, შევადგინეთ შესაბამისი დოკუმენტაცია და გადავუგზავნეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. აქაც, ვინც ვნახე, პრაქტიკულად ყველამ, ერთის გარდა, მიუთითა, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, არასათანადო მოპყრობას. რამდენიმე მათგანს აღენიშნებოდა კიდეც სახეზე.
სამწუხაროდ, როგორც წინა აქციების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება იქცა ჩვეულ ამბად, რადგან 25 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 22 მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე, რაც, ჩემი აზრით, საგანგაშო სტატისტიკაა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული, სავარაუდო დანაშაული, იყვნენ მიცემული პასუხისგებაში. დღემდე ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც უამრავი ჩვენი მოქალაქე არის დაზიანებული, მათ შორის ინგოროყვაშიც არიან ადამიანები, რომლებიც ახლა მკურნალობას გადიან, მაგრამ არცერთი სამართალდამცველი არ არის მხილებული თავისი უფლებამოსილების გადამეტებასა და ძალადობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გასცეს პასუხი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა, რომელიც დიღმის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა.