„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
„დიფ სთეითსმა“ თავისი აგენტურის მოქმედებით ვერ უზრუნველყო, რომ საქართველოში მოეგო არჩევნები და თავისი აგენტები დაესვა ამ ქვეყნის ლიდერებად. შესაბამისად მან ვერ უზრუნველყო ამ ქვეყნის ომში ჩართვა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ
„საქართველო უნდა იყოს ბრძოლის ველი“ - ეს აუსრულებელი მიზანი გახდა მისთვის და დღეს არ იციან რა გააკეთონ და პრიმიტიულ, მდაბიო ნიუსებზე დღის წესრიგს ქმნიან, ეს იყო ცარიელი სკამიც. შექმნეს მოცემულობა, სხვადასხვა წყაროთი გააგებინეს საქართველოს, რომ პოლონეთში მინისტერიალი იმართებოდა და მოწვევა მოსული არ იყო. მაკა ბოჭორიშვილსადა მის უწყებას ხვეწნა უნდა დაეწყოთ, რატომ არ მოსულა მოწვევა, მერე აქ ივაჭრებდნენ თუ რა იქნებოდა არ ვიცი, ერთი მდაბიო მანიპულაციური მესიჯის დალაგებას ცდილობდნენ. არავინ არ იხვეწა, მოწვევაც არ მოვიდა ამიტომ დადგეს ცარიელი სკამი. ახლა ითამაშონ ერთმანეთში რამდენიც უნდათ. საქართველო თავის თავმოყვარეობის, ეროვნული ინტერესების შელახვის ხარჯზე არცერთ ფორმატში მონაწილეობას არ მიიღებს. ყველგან მივიღებთ მონაწილეობას სადაც როგორც წესი და რიგია, პროტოკოლური, ფორმალური და რეალური მოწვევა იქნება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ვარშავაში ევროკავშირის ზოგად საკითხთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ადამ შლაპკა, რომელმაც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს შესახებ თქვა: „პირველი შეხვედრის დროს ოთახში ერთი ცარიელი სკამი იდგა. ეს ცარიელი სკამი საქართველოს ელოდებოდა. საქართველო თავისი სიტუაციიდან გამომდინარე და მისი ამჟამინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არ მონაწილეობდა ამ შეხვედრაში.