თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
მოსკოვი სირიის ახალ მთავრობასთან ამ ქვეყანაში ორი სამხედრო ბაზის შენარჩუნების საკითხზე მოლაპარაკებას აწარმოებს და შეთანხმებასთან ახლოსაა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg იუწყება.
სააგენტოს ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაჯგუფება „ჰაიათ თახრის აშ-შამთან“, რომელმაც სირიის ყოფილი ლიდერის, ბაშარ ასადის რეჟიმი დაამხო, არაოფიციალურ მოლაპარაკებას აწარმოებს. მოლაპარაკება მიდის როგორც თავად ბაზების, ასევე იქ არსებული ტექნიკის შენარჩუნებაზეც. ამასთანავე, სააგენტოს წყარო იუწყება, რომ სირიაში დღეს არსებული არასტაბილური სიტუაციის გამო „ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს“.
Bloomberg იუწყება, რომ სირიის გარდამავალ მთავრობაში და კრემლში ამ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ბოგდანოვმა განაცხადა, მოსკოვი იმედოვნებს, რომ სირიაში ბაზებს შეინარჩუნებს, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმთან საბრძოლველად გამოიყენებოდა.
„სირიაში ეს ბაზები იქაური ხელისუფლების თხოვნით არსებობდა და მათი მიზანი „ისლამურ სახელმწიფოსთან“, ტერორისტებთან ბრძოლა იყო. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ტერორიზმთან და ისლამისტებთან ბრძოლა არ დასრულებულა“, - განაცხადა ბოგდანოვმა.
ბოგდანოვმა ასევე დაადასტურა, რომ მოსკოვმა „ჰაიათ თახრის აშ-შამთან“ პირდაპირი კონტაქტები დაამყარა, მაგრამ რაიმე შეთანხმების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.