შვილი დედის ცხედარს 2 წელი საკუთარ საძინებელში, ზეწარში გახვეული მალავდა - რა მოხდა თბილისის ცენტრში
1772827858
ვარკეთილში მდებარე სასტუმრო "ნინა" ერთ-ერთია იმ ლოკაციებს შორის, სადაც სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. სწორედ ამ სასტუმროს იყენებდა დროებით საცხოვრებელ ადგილად ნარკოტიკების უკანონო შემოტანისა და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული მოლდოვის 2 მოქალაქე.
გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებები საგანგებოდ იყო გადამალული, როგორც სასტუმროს ნომერში, ისე ველოსიპედში, რომელსაც 43 და 45 წლის მამაკაცები ქალაქში გადადგილების მიზნით იყენებდნენ. დაკავებულთაგან ერთ-ერთი დანაშაულს არ აღიარებს და ხელს მის მეგობარს ადებს.
დანაშაულს უარყოფს ნარკოტიკების უკანონო ბრუნვაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქეც. გამოძიების ინფორმაციით, 38 წლის ქალმა დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერება უცხოეთიდან გამოიწერა, თუმცა ფაქტი ცნობილი გახდა კრიმინალური პოლიციისთვის. სამართალდამცველებმა ამანათი შეცვალეს, ქალი კი შეკვეთის აღების მომენტში დააკავეს. ბრალდებულის ოჯახი მომხდარზე არ საუბრობს, ადვოკატი კი ამბობს, რომ 38 წლის ქალი გარემოებების მსხვერპლია.
კრიმინალური პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის შედეგად, სხვადასხვა ნარკოდანაშაულის ფაქტზე, სულ დაკავებულია 5 პირი, მათ შორის რეალიზატორები და ე.წ. დამდებები. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით აკრძალული ნივთიერება. მათ შორის "მეთადონი," ბუპრენორფინის შემცველი 112 აბი და "მარიხუანა".
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისთვის დაკავებულ 5 პირს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.