მოლოდინი გვაქვს ერთადერთი - ღირსეული გამარჯვება, ღირსეულად დაწყება და გაგრძელება იმ საქმის, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის არის აუცილებელი - ნინო ლაცაბიძე

ნინო ლაცაბიძე

„მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, ეს არის გამარჯვება, ღირსეული გამარჯვება, ღირსეულად დაწყება და გაგრძელება იმ საქმის, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის არის აუცილებელი," - ამის შესახებ რუსთავის მერი, მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან", ნინო ლაცაბიძე "კურიერის" ეთერში საუბრობს. მისი თქმით, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ბევრი შეხვედრა გაიმართა.

"იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დატვირთული საარჩევნო კამპანია გვქონდა, დატვირთული იყო შეხვედრებით, დატვირთული იყო გუნდთან და მოსახლეობასთან ერთად სხვადასხვა საკითხის განხილვით, რა თქმა უნდა, მოლოდინი გვაქვს ერთადერთი, ეს არის გამარჯვება, ღირსეული გამარჯვება, ღირსეულად დაწყება და გაგრძელება იმ საქმის, რომელიც ჩვენი ქალაქის განვითარებისთვის არის აუცილებელი. ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა, გადანაწილებული ვიყავით გუნდი ისე, რომ გვესაუბრა თითოეულ რუსთაველთან იმ გეგმებზე, რა გეგმების განხორციელებაც გვინდა ჩვენს ქალაქში მომდევნო 4 წლის განმავლობაში, "ქართული ოცნების" რუსთავის გუნდს. ასე, რომ მოლოდინი და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება, არის გამარჯვება, საკრებულოში უმრავლესობით შესვლა და ძალიან სწრაფად იმ გეგმების განხორციელებაზე მუშაობის დაწყება, რომელიც ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება," - აცხადებს ნინო ლაცაბიძე.