მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოში ბრიტანული მედიასტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, მესამე მოსმენით დღეს განიხილავენ

პარლამენტის შენობა

მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც საქართველოში ბრიტანული მედიასტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დღეს პარლამენტში მესამე მოსმენით განიხილავს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, ახალი მედიარეგულაციები ქვეყანაში ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებისა და მედიის ობიექტურობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

დოკუმენტი დაბალანსებული მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად და მოქალაქეების დეზინფორმაციისგან დასაცავად შემუშავდა. კანონპროექტის მიხედვით, მაუწყებელმა ყველა გონივრული ზომა უნდა მიიღოს იმისთვის, რათა ცრუ ინფორმაცია არ გავრცელდეს, დგინდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის სტანდარტი. იმისთვის, რომ ეს ცვლილებები კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს, ის ონლაინ მედიაზეც გავრცელდება.