მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკითა და დიპლომატიით არის შესაძლებელი ტერიტორიების დეოკუპაცია და ურთიერთნდობის აღდგენა - ცოტნე ანანიძე

ცოტნე ანანიძე

"სოხუმის დაცემიდან 33-ე წელს, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ურთიერთნდობის დაბრუნების ერთადერთი გზა მშვიდობიანი პოლიტიკა, შერიგება და დიპლომატიაა", - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

ცოტნე ანანიძე ყურადღებას ამახვილებს არსებულ პოლიტიკურ რეალობაზე, ოპოზიციის ქმედებებსა და იმ პრინციპულ კურსზე, რომელსაც ქვეყანამ არ უნდა გადაუხვიოს.

"დღეს, სამწუხაროდ, სოხუმის დაცემიდან 33-ე წელს, გვყავს სეპარატისტული რეჟიმის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია საქართველოში, ხალხი, რომელიც უტიფრად გვიწოდებს პრორუსულს, მაგრამ ისეთ საჩუქრებს უგზავნის თავისი განცხადებით კრემლს და სეპარატისტულ ხელისუფლებას, არც დაესიზმრებოდათ.

ეს არის ის რეალობა, რაც კარგად უნდა დაინახონ საქართველოს მოქალაქეებმა. მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკით, მხოლოდ შერიგებით, მხოლოდ დიპლომატიით არის შესაძლებელი ჩვენს ძმებთან ურთიერთნდობის აღდგენა და ტერიტორიების დეოკუპაცია. ეს არის ის რეალობა, რა რეალობასაც არავინ არ უნდა გადაუხვიოს, რა პოლიტიკური გემოვნებაც და პოზიციაც არ უნდა ჰქონდეს", - აცხადებს ცოტნე ანანიძე.

✕