იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
„წარმოუდგენელია, რაც „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ მიმართებაში ვნახეთ“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.
მან მადლობა გადაუხადა როგორც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თანამშრომლებს, ასევე, ყველა იმ ჟურნალისტს, ვინც აქციებს აშუქებს და არის ზეწოლისა და ბულინგის ქვეშ.
„პირველ რიგში, მინდა მხარდაჭერა გამოგიცხადოთ ყველა ჟურნალისტს, რადგან კარგად ვხედავთ და ვაკვირდებით, რამხელა ბულინგის ქვეშ ხართ, რამხელა შეურაცხყოფას უძლებთ, თუნდაც აქციების გაშუქების დროს. წარმოუდგენელია უბრალოდ ეს ზეწოლა და დაშინება. ეს ადამიანები თავიანთ ხელწერას არ იშლიან. ჩვენ გვახსოვს წლების წინ, როდესაც „იმედის“ ტელევიზიაში შევარდნენ, დღესაც იმავეს აკეთებენ, უბრალოდ ცოტა ნაკლები რესურსი გააჩნიათ ამ ყველაფრისთვის.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ თითოეულ თანამშრომელს მტკიცედ დგომისთვის. წარმოუდგენელია უბრალოდ ამ ტიპის ქმედებები, რაც ვნახეთ თუნდაც ამ ტელევიზიის წინ“, - განაცხადა კახა კალაძემ.