მივმართავ ფეიკმედიას, შეეშვას უკვე გაცვეთილი ცრუ ნარატივის გავრცელებას, ხოლო „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლებს მივმართავ, უზრუნველყონ ჩვენი ამომრჩევლების სრული მობილიზება არჩევნებში მონაწილეობისთვის - შალვა პაპუაშვილი

პაპუაშვილი

მივმართავ ფეიკმედიას, შეეშვას უკვე გაცვეთილი ცრუ ნარატივის გავრცელებას, ხოლო „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლებს მივმართავ, უზრუნველყონ ჩვენი ამომრჩევლების სრული მობილიზება არჩევნებში მონაწილეობისთვის, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„უკვე ტრადიციად იქცა, რომ ფეიკმედია ცდილობს, ჩვენს წარმომადგენლებზე კამერებით თავდასხმით, ისეთი სურათი დადგას, თითქოს ამომრჩეველთა მობილიზება რაიმე დარღვევაა. ეს ცრუ ნარატივი ჩვენს მოქალაქეებს უკვე დიდი ხანია გაშიფრული აქვთ, თუმცა კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არჩევნების დღეს საკუთარი ამომრჩევლების მობილიზება, მათთან კომუნიკაცია და პარტიის მხარდამჭერთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ კარგი საერთაშორისო პრაქტიკა, არამედ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობაა.

ასე, რომ მივმართავ ფეიკმედიას, შეეშვას უკვე გაცვეთილი ცრუ ნარატივის გავრცელებას, ხოლო „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენლებს მივმართავ, უზრუნველყონ ჩვენი ამომრჩევლების სრული მობილიზება არჩევნებში მონაწილეობისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.