1759573255
მე, პარტია „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვემიჯნები ძალადობას. როგორც ვხედავთ ჩვენს პარტიას არეულობის იმედი უფრო აქვს ვიდრე არჩევნების, რაც არის ჩემს მიერ პარტიის დატოვების მიზეზი - დათო ნადირაშვილი

„ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დათო ნადირაშვილმა პარტიას დატოვა.
როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ემიჯნება ძალადობას და არეულობას.
„მე, პარტია „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ვემიჯნები ძალადობას, არ გავხდები ძალადობის თანამონაწილე. როგორც ვხედავთ ჩვენს პარტიას არეულობის იმედი უფრო აქვს ვიდრე არჩევნების, რაც არის ჩემს მიერ პარტიის დატოვების მიზეზი, - წერს სოციალურ ქსელში დათო ნადირაშვილი.