„სეუ“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
1733341644
მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ისევე, როგორც მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
პრემიერის თქმით, პოლიციელების ძალადობას იწონებდნენ ადამიანები, რომლებიც მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ.
„გუშინ ვრცელდებოდა კონკრეტული ვიდეოკადრები, რომელიც ასახავდა ძალადობას ძალიან უხეშ ძალადობას პოლიციელებზე. ადამიანები, რომლებიც მანამდე, მეორე მხარეს დაფიქსირებულ ინციდენტებზე მძიმე რეაქციას გამოხატავდნენ, ამ შემთხვევაში, იწონებდნენ და ხშირად აჟიტირებული კომენტარებით გამოხატავდნენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ უმძიმესი აგრესიის მიმართ. ეს ყველაფერი აცვენებს იმას, რომ სინამდვილეში, ძალადობის მიუღებლობა მათთვის არის მხოლოდ ფარისევლობა და და ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი.
ოპოზიცია ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერები ისევე, როგორც მდიდარი ენჯეოების ლიდერები, იმალებიან ოფისებში, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას მძიმე, უხეში ძალადობის გამო, რომელსაც ვხედავთ რუსთაველის გამზირზე“, - განაცხადა პრემიერმა.