მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, არასამთავრობოების ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი გვექაჩებოდა ქვეყნის ნგრევისკენ, ერთი სანტიმეტრი არ დავთმეთ და ამიტომაც შევინარჩუნეთ როგორც მშვიდობა, ისე ეკონომიკური ზრდა - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

ჩვენი მთავარი ძალა სიმრავლეშია. ყველა უნდა მოვიდეს, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“ და ამით მხარი დაუჭიროს იმ მშვიდობიან განვითარებას, რომელიც ჩვენ უზრუნველვყავით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და ზოგიერთი უცხოელი გვექაჩებოდა ქვეყნის ნგრევისკენ, ერთი სანტიმეტრი არ დავთმეთ ამ მხრივ და ამიტომაც შევინარჩუნეთ როგორც მშვიდობა, ისე ეკონომიკური ზრდა, რომლითაც დღეს ვართ პირველები მთელ ევროპაში და მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2029 წლის ჩათვლით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მთელს ევროპაში ეკონომიკური ზრდის ტემპით. აი, ამას უნდათ, რომ დაარტყან სინამდვილეში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.