ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
„როდესაც 1977 წელს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე იქნა არჩეული, საპატრიარქო რეზიდენციის გადაწვით მისი მოკვდინება პირველად სწორედ მათ ბაბუებმა სცადეს“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ამ ბაბუების შვილიშვილებს დღესაც ვერ მოუნელებიათ ჩვენი პატრიარქის მრავალჟამიერი, დღესაც თხზავენ მისი ფიზიკური ლიკვიდირების გეგმებს, რომლებსაც ყოველთვის ღმერთი საჩვენოდ განაგებს იქ, სადაც არაკაცები ბჭობენ.
„როდესაც 1811 წელს საქართველოს უძველეს მართლმადიდებლურ ეკლესიას ავტოკეფალიას ართმევდნენ და იგი რუსეთის სინოდის ობერ-პროკურორს დაუქვემდებარეს - გაიცანით: ეს მათი ბაბუის ბაბუის ბაბუების ხელით იყო გაკეთებული.
როდესაც 1917 წელს საეგზარქოსო მართველობას გამოეყო ჩვენი ეკლესია, ხოლო ბოლშევიკებმა ჩვენი საეკლესიო დამოუკიდებლობის აღმდგენი მღვდელმთავრები შემდგომ დაგვიხვრიტეს და საკუთარი "სამღვდელოებით" ჩაანაცვლეს ისინი - გაიცანით: ეს მათი ბაბუის ბაბუების ხელით იყო გაკეთებული. როდესაც 1977 წელს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლად კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე იქნა არჩეული, საპატრიარქო რეზიდენციის გადაწვით მისი მოკვდინება პირველად სწორედ მათ ბაბუებმა სცადეს. როდესაც 1990 წელს პატრიარქმა ილია მეორემ, 15 საუკუნოვანი იძულებითი და ნაძალადევი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეკლესიას ისტორიული, სამოციქულო ავტოკეფალია დაუბრუნა - მისი უწმინდესობის დაუძინებელმა მკვლელებმა უკვე საკუთარი შვილები გაზარდეს მის მოსაცილებლად, რაც არაერთგზის განახორციელეს კიდეც, ოღონდ ღვთის შეწევნით, ყოველ ჯერზე წარუმატებლად. ამ ბაბუების შვილიშვილებს დღესაც ვერ მოუნელებიათ ჩვენი პატრიარქის მრავალჟამიერი, დღესაც თხზავენ მისი ფიზიკური ლიკვიდირების გეგმებს, რომლებსაც ყოველთვის ღმერთი საჩვენოდ განაგებს იქ, სადაც არაკაცები ბჭობენ...“- წერს ქართველიშვილი.