პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მინდა, ბოლოს კიდევ ერთხელ შევაფასო, რომ მთლიანობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური სახე, ჩვენი დემოკრატიულობა, ამავდროულად ჩვენი ხელისუფლების სიმტკიცე, სიძლიერე. მინდა, მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს მაგარ პოლიციას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო გუნდს, უმრავლესობას, პარტიის, პარლამენტის თავმჯდომარეებს, ყველას, ძალიან რთული დღეები იყო მათთვისაც, მაგრამ ჩვენ ყველამ კოლექტიურად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება და ვთქვით, რომ ეს არის ერთადერთი სწორი, გონივრული და ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საჭიროა სიტუაციის დამშვიდება, სტაბილურობა და განვითარების მაღალი ტემპი.
„ჩვენ დავამშვიდებთ სიტუაციას, გვჭირდება სიტუაციის დამშვიდება, სტაბილურობა, განვითარების მაღალი ტემპები და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ბოლოს მინდა ვუთხრა ჩვენს მტრებს, რომ მათ კიდევ ერთხელ წააგეს და ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნის დანგრევას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ მეორედ აღარ მივცემთ ამის საშუალებას,“- აღნიშნა პრემიერმა.