პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
წარმოვიდგინოთ რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. აღარ მინდა ახლა დეტალებზე წავიდე, ყველამ კარგად ვიცით აქ რა მოხდება ქვეყანა გადაიქცევა, ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მე მინდა ყველამ კარგად გაიაზროს“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, არათუ არ მოხსნილა არამედ ჩვენ ამ ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო , რომ კარგი რაც მოხდა, მოხდა სრული ლუსტრაცია ამ ადამიანების, ე.ე. დავიწყოთ თავიდან რომ 300 ენჯეო იყო გაერთიანებული 300 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა ამ პეტიციას ვინც იყვნენ ჩართული ამ აქციის ორგანიზებაში. ამას დაემატა ნაცმოძრაობა კოლექტიური, გირჩი, ეს კლუბები, ორგანიზაციები რაც აქვთ შექმნილი და რა თქმა უნდა მათი ეს ამოცანა, კიდევ ვიმეორებ იყო დესტაბილიზაციის გამოწვევა, რაღაც გარკვეული პროვოკაციების მოწყობა, მე არ გამოვრიცხავ, კიდევ ვიმეორებ, ვიცით მათი ინფორმაციებიც თაობაზე, მათი გეგმების თაობაზე, და საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა მთავარი მიზანი არის უკრაინის ასე ვთქვათ, როგორც თვითონ ამბობენ უკრაინის დახმარება ომში, როგორ, მეორე ფრონტის გახსნა.
ტერმინი მეორე ფრონტი საიდან მომდინარეობს, ბევრს ჰგონია და მათ შორის ამას წინათ ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა მკითხეს, რომ მეორე ფრონტის ტერმინი საიდან მომდინარეობს. მე მათ ვუთხარი, რომ ეს მომდინარეობს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე თვის წინ უკრაინის ოფიციალური, მაღალი თანამდებობის პირის, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დანილოვის აღიარებითი ჩვენება სადაც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და დაამატა, რომ არამხოლოდ ჩვენი ქალები და ბავშვები უნდა იხოცებოდნენ არამედ ეს ომი უნდა გადასულიყო საქართველოში და მოლდოვაშიცო.
ახლა როდესაც ეს ყველაფერი გაქვს მოსმენილი როცა ფაქტებით არის ეს ყველაფერი გამყარებული, სააკაშვილის შემოგზავნა, მათი განზრახვა, შემდეგ მეომრების წაყვანა დემონსტრაციულად, პროვოკაციულად და ა.შ. და ამას შენ ნებით თუ უნებლიეთ ეხმარები შენ ბუნებრივია ხარ ომის მომხრე და შემთხვევითი არ არის რომ მათ ვეძახით ომის პარტიას და ომის მსურველებს. მათ იციან, ამ ადამიანებმა რომ არჩევნების გზით წარმოუდგენელია, რომ ნაციონალურმა მოძრაობა ეს დესტრუქციული, მჩაგვრელი ძალა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ამიტომ მათი მთავარი, ერთგვარი მცირე, მაგრამ თეორიული შანსი არის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა, გადატრიალების მოწყობა, რაღაც თემაზე, ნებისმიერზე, ამაზე მაგალითად და შემდეგ რომ გაიმყარონ ხელისუფლება რაღაც ისეთის წამოწყება რაც მათ კონსოლიდაციის საშუალებას მისცემს. ახლა რა არის ძალაუფლების კონსოლიდაციის საშუალება , ასეთ ვითარებაში არის ომი.
ომის დროს ნებისმიერ უკანონობას აკეთებს ხელისუფლება. აი ნახეთ რა ხდება, არც ერთი ტელევიზია არ იმუშავებს, არც ერთი ოპოზიცია. ყველას წინააღმდეგ გააკეთებენ ანგარიშსწორებას და შემდეგ გამოვლენ და იტყვიან რომ აი ეომებიან რუსეთს. ახლა მოდელირება რომ გავაკეთოთ, რომ გვიკიჟინებენ რომ რატომ არ ვერთვებით ომში. წარმოვიდგინოთ რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. აღარ მინდა ახლა დეტალებზე წავიდე ყველამ კარგად ვიცით აქ რა მოხდება ქვეყანა გადაიქცევა, ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მე მინდა ყველამ კარგად გაიზაროს“, - განაცხადა პრემიერმა.