ეს ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი შვილები, ჩვენი დები და ძმები არ უნდა იყვნენ ამ დიდ შეთქმულებაში ნებით თუ უნებლიედ ჩართულნი - ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი

ეს ახალგაზრდები, მე მინდა ასევე გავაგრძელო თქვენი ნათქვამი და დაგეთანხმოთ, რომ გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც იყო მაგრამ არა ასეთი აგრესიული, მშვიდად იდგნენ აპროტესტებდნენ, უბრლაოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. 

„ეს ახალგაზრდები, მე მინდა ასევე გავაგრძელო თქვენი ნათქვამი და დაგეთანხმოთ, რომ გარდა ამ დესტრუქციული, ანარქისტული მოძრაობის წევრებისა იქ ძალიან ბევრი გულანთებული მოსწავლეც იყო, ბევრი სტუდენტიც იყო მაგრამ არა ასეთი აგრესიული, მშვიდად იდგნენ აპროტესტებდნენ, უბრლაოდ მხარს უჭერდნენ ევროპის იდეას. მაგრამ მე არ მინდა და არ მსურს, მე მინდა კიდევ რთხელ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია რომ ეს ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები ჩვენი შვილები ჩვენი დები და ძმები არ უნდა იყვნენ ამ დიდ შეთქმულებაში ნებით თუ უნებლიედ ჩართულნი“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა“ - განაცხადა პრემიერმა.

სხვა სიახლეები