გორში, მე-4 სართულიდან 30 წლამდე ასაკის ქალი სარეცხის დაფენისას გადმოვარდა
1727951190
ყოველი წლის დასაწყისში ვსაუბრობ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და წელსაც მინდა, ამ თემას კიდევ ერთხელ მივუბრუნდე. მინდა, გავაფრთხილო ყველა, დაწყებული ჩემი მოადგილეებით, სამსახურების უფროსებით, გამგებლებით, სიპეპით, აიპებით, შპს-ებით, მათი ხელმძღვანელებით, რომ ძალიან კრიტიკული ვიქნებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია არ იყოს დაშვებული, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, კორუფცია არის მძიმე საკითხი, რომელსაც ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, „ასე იყო წლების წინ, ასე იქნება ახლაც და მომავალშიც“.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კორუფცია საფუძველშივე არ დავუშვათ და იყოს ამოძირკვული. მე ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, თუ რომელიმე ჩვენს თანამშრომელს სჭირდება მხარდაჭერა სჭირდება დახმარება, მზად ვარ, პირადად მოვუსმინო, გვერდით დავუდგე, ხელი შევუწყო, მაგრამ ასევე ძალიან მკაცრი იქნება ჩემი რეაქცია კორუფციული ფაქტების მიმართ.
კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ ყველას, რომ თქვენივე სამსახურებში გქონდეთ კომუნიკაცია თქვენ თანამშრომლებთან და ყველამ კარგად გაითავისოს ეს დამოკიდებულება. ვინმეს თუ რაიმე სჭირდება, მხარდაჭერა, თანადგომა, მზად ვართ, ყველანაირად ხელი შევუწყოთ, მაგრამ კორუფციულ ფაქტებს ექნება მკაცრი რეაგირება, არავის არაფერს გავუტარებთ.