მიმდინარეობს სრული საბაჟო პროცედურების სრული კომპიუტერული ტრანსფორმაცია, რაც თავისთავად გაამარტივებს და უფრო გამჭვირვალეს ხდის საბაჟო პროცედურებს - ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია

დღეს საბაჟოს საერთაშორისო დღეა - მებაჟე ოფიცრებს პროფესიული დღე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა და საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა მიულოცეს. მათ შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და მებაჟეების საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო რეგიონული სტაბილურობისა და ლოგისტიკის ცენტრად ყალიბდება, ამ პროცესში კი გადამწყვეტია საბაჟო სფეროში მიმდინარე რეფორმები. მისივე თქმით, შემოსავლების სამსახური მუდმივ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან.

საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს ქვეყნის ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. დღევანდელ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს 20 მებაჟე ოფიცერი.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ირაკლი (დაჩი) ბერაიას განცხადებით, ერთობლივი თანამშრომლობით შესაძლებელია ყველა იმ პრობლემის დაძლევა, რაც სახელმწიფოს წინაშე დგას.

"სწორედ ერთობლივი თანამშრომლობით არის მიღწევადი ყველა იმ პრობლემის დაძლევა, რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს წინაშე დგას. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საბაჟო დეპარტამენტის მიერ ინიციირებული პროცესები ინფრასტრუქტურის განვითარების, რეაბილიტაციის და გაფართოების მიმართულებით. აგრეთვე პარალელურად მიმდინარეობს სრული საბაჟო პროცედურების სრული კომპიუტერული ტრანსფორმაცია, რაც თავისთავად გაამარტივებს და უფრო გამჭვირვალეს ხდის საბაჟო პროცედურებს. სწორედ ინფრასტრუქტურის და აიტი ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგად შესაძლებელი გახდება კიდევ უფრო გამჭვირვალე, მარტივი, კიდევ უფრო ადვილად მიღწევადი იყოს საბაჟო პროცედურები", - აცხადებს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია.