მიხეილ ყაველაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ

მიხეილ ყაველაშვილი

საქართველო მკაცრად გმობს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე, ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ყაველაშვილი წერს, თანაგრძნობას გამოხატავს მსხვერპლთა ოჯახების მიმართ.

„ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ და ვლოცულობთ დაჭრილების სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ცნობისთვის, სიდნეიში, ბონდი ბიჩზე მომხდარი სროლის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 10 წლის გოგონა.