VIDEO: საბადურში მანქანა ხევში გადავარდა - რა ხდება ადგილზე ამ წუთებში
1740254448
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო ურთიერთობებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, რაზეც ხელისუფლება საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს.
„რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით ხორციელდება, მხედველობაში მაქვს ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები, გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ ომით. საუბარია „დიფ სთეითზე“, რომელსაც საქართველოში გლობალური ომის პარტია დავარქვით, რომლის ინტერესები იყო, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ომი. ამ თემაზე თავიდანვე ვსაუბრობდით და ახლა ამაზე ტრამპის ადმინისტრაცია საუბრობს.
ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნე მეტი აქტიურობა გამოეჩინა უკრაინის ომისთვის, სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების და იარაღის გაგზავნას, რაც პირდაპირ კავშირში იყო, რომ საქართველო ომში ჩართულიყო. ამას მოგვიწოდებდა უკრაინის ხელისუფლებაც, ჩვენი ელჩიც გაიწვია, ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო და ამას ჩვენ ვგრძნობდით. ამერიკის წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ამ ზეწოლის გზას იმეორებდნენ. რასაც ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ ვიძახდით, ზუსტად ერთი ერთში იმავეს იმეორებს ტრამპის ადმინისტრაცია“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.