რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის ყოფილი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომის დროს გორში რუსული თვითმფრინავისგან გაქცევის გამო გააკრიტიკა და მას მხდალი ადამიანი უწოდა.
„ჩვენმა საზოგადოებამ, ყველაზე კარგად იცის, რომ ის [სააკაშვილი] არის ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნება. ქართველ ადამიანს არ ახსენდება, არც მე მახსენდება სადმე, რომ ლიდერი ასე მოიქცეს, რომ საკუთარ დაცვას გაასწროს უმნიშვნელო თვითმფრინავის ხმაზე“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დასძინა, რომ იმ მომენტში სააკაშვილს თან ახლდა სტუმარი, კერძოდ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი, რაც მის საქციელს უფრო „სამარცხვინოს“ ხდის.