რა ისმის ნია იმნაძისა და მამამისის ფარული ჩანაწერიდან - გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე
1786132572
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ იზოლდა ნემსაძემ, მერის პირველმა მოადგილემ ლევან ჩხიკვაძემ და მერის მოადგილემ მურმან ვერულაშვილმა, თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების — ნიკოლოზ ფორჩხიძისა და ფრიდონ ბრეგაძის საფლავები ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ყვავილებით, ასევე შეამკეს შინდისის გმირის ნიკოლოზ ფორჩხიძის ბიუსტი.
ტყიბულელი ჯარისკაცები სამშობლოს დასაცავად მტერთან უთანასწორო ბრძოლაში11 აგვისტოს გმირულად დაიღუპნენ. მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.