1748675716
მიხეილ ყაველაშვილი: დონალდ ტრამპის წერილი რომ ავთენტიკური არ იყოს, პირველი საელჩო იტყოდა, სიცრუეაო

დონალდ ტრამპის წერილი რომ ავთენტიკური არ იყოს, პირველი გამოვარდებოდა საელჩო და იტყოდა, სიცრუეაო. ამაზე მარტივი უარსაყოფი რა იქნებოდა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში.
„განა არ იციან, მაგრამ თუ აშკარად იტყვიან, რომ ტრამპმა მიულოცა მიხეილ ყაველაშვილს და საელჩომ ეს დაამოწმა, მაშინ პასუხი ექნებათ გასაცემი, რატომ გამოგყავართ, რისთვის გვაყვირებთ, რატომ ვართ ქუჩაში, რატომ ვებრძვით ხელისუფლებას, თუ პროცესი უკვე დალაგდა და აღიარეს ხელისუფლება? აქ არსებულ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას, მათ დამკვეთებს ხომ პასუხი ექნებათ გასაცემი რადიკალური ჯგუფებისთვის.
ახალგაზრდები გამოდიან, თავისუფლებას ვკარგავთო. კარგად თუ გააანალიზებენ, თავისუფლებას კი არ კარგავენ, მონობაზე მოაწერინეს ხელი და კითხვასაც ვერ სვამენ. ერთმანეთსაც ვერ უსვამენ კითხვას. ხომ იციან, რომ ეს წერილი ავთენტიკურია, ტრამპის ხელმოწერითაა და ტრამპის მოლოცვა არის? ამის უარყოფა შეუძლებელია. ასე რომ არ იყოს, ამაზე მარტივი უარსაყოფი რა იქნებოდა.
პირველი გამოვარდებოდა საელჩო და იტყოდა, სიცრუეაო. კითხვა ხომ პირიქით უნდა დავსვათ. ავთენტიკურობაზე კი არა, პირიქით, ვის ეპარება ეჭვი, საელჩოს ეპარება ეჭვი? მაგრამ ლოგიკური ჯაჭვი ჩაწყდება, რადგან ის ახალგაზრდა დასვამს კითხვას. ციხეში წავიდა ის ადამიანი, ოჯახს ფულს უხდიან, ეუბნებიან, გამაგრდი, ნუ გეშინია, ხვალ დადგება ჩვენი დღე, გაგათავისუფლებთ და შევცვლით ხელისუფლებასო. ასეთი სიყალბით ატყუებენ ახალგაზრდებს, ამ ჯგუფებს, თითქოს დაფინანსება მოდის. ეუბნებიან, ნუ გეშინიათ, ჩვენ გავიმარჯვებთო. რუსული ხელისუფლება თუ არის, როგორ უგზავნიან მოლოცვის წერილებს? როგორ ხდება ეს ყველაფერი? აქ არიან, ასე ვთქვათ, ერთმანეთთან დაპირისპირებული“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.