„წყალ ბაკურიანთან“ დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
1738668416
ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სწორი მიდგომებით გავაძლიეროთ საქართველოს სტრატეგიულ-გეოგრაფიული როლი, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ისტორიული როლის დაბრუნებით, ქვეყანა შეძლებს, პოზიები გააუმჯობესოს.
„ისტორიული როლის დაბრუნებით შევძლებთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი ქვეყნის პოზიციები. ჩვენნაირი პატარა ქვეყნის გადარჩენისა და წარმატების გასაღები ჩვენს ჭკვიანურ და ფრთხილ ქმედებებშია, რაც თავისთავად წინდახედულობასა და მოხერხებულობას გულისხმობს. ჩვენი ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ პოლიტიკა, ნაკარნახევი უნდა იყოს ერთი მხრივ, წარსული შეცდომების გაანალიზებით, ხოლო მეორე მხრივ ჩვენი ერის მეხსიერებასა და ისტორიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ეს საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ უნებლიე, სავალალო, შეცდომები,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.