1728589908
მიხეილ სარჯველაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად
„ქართული ოცნების“ წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელებული გარკვეული ცვლილებებისგან საზოგადოება განსაკუთრებულს არ უნდა ელოდოს.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად.
„ახალი და მოულოდნელი არაფერი ყოფილა. ამაზე მეტყველებს მელიას გადაწყვეტილებებიც და საქციელიც, როგორიც იყო მაგალითად დიდი ხნის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერის ფონის გარეშე წარდგომა საზოგადოების წინაზე და ბევრი სხვა რამ.
არ მგონია, რომ დიდი მოლოდინები უნდა გააჩინოს საზოგადოებაში ამ ცვლილებებმა. არ მგონია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამით რამენაირად იცვლიდეს თავის სახეს, რეალურად ის კვლავ დარჩება ქართული პოლიტიკის მთავარ დესტრუქციულ ძალად.
ალბათ, ერთადერთი მოსალოდნელი თუ იქნება გამწვავება იმ მიმართულებით, რომ უფრო მეტად დესტრუქციული და აქტიური გახდეს საკუთარი დესტრუქციული გეგმების განხორციელებაში. სხვა მოლოდინები არც უნდა გვქონდეს.“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.